|
2019-11-14 14:07:01, 1587 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა და უთხრა - „თქვენ ხართ არარაობა“
„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა და უთხრა - „თქვენ ხართ არარაობა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. როგორც მელიამ აღნიშნა, ენმ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც თავიანთ სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. „რეგისტაცია გაიარეს, იყვნენ დარბაზში, მაგრამ მწვანე ღილაკს ხელი არ მიჭირეს. სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა. კი ბატონო, ხომ გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაარწმუნა. ჩვენ საზოგადოებამ უნდა დავარწმუნოთ ისინი. ეს მხოლოდ ნიკა მელიას საწინააღმდეგო ნაბიჯი ხომ არ იყო, მთელ საზოგადოებას გააწნა სილა. ვინც ახლა ტელევიზორებს უყურებს, მათ უთხრა, რომ „თქვენ ხართ არარაობა“. ამ ყველაფერს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. ოღონდ, ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი და დროში გაწელილი ეპოპეა. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და საზოგადოებამ, რომელიც მართალი პოზიციით არის აღჭურვილი, როგორ შეიძლება თვალი გაუსწოროს ამ უნამუსობას. როდესაც გაიმართება შეხვედრები პარტიებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან, მე მათ ჩემ გეგმას გავაცნობ და დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ. ბიძინა ივანიშვილმა მწარედ უნდა ინანოს. ეს არ არის ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსის წუხილი, ეს არის საზოგადოების წუხილი. ერთად უნდა დავდგეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)