|
2019-11-14 13:10:24, 988 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ხალხს ისევ მოატყუებს, მისთვის თბილისში უკანასკნელი ტანგო იქნება
„თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხს ისევ მოატყუებს, მისთვის თბილისში უკანასკნელი ტანგო იქნება“, - -ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაუჯერებელია მმართველ გუნდში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განხეთქილება იყოს და დეპუტატები ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. „ვინმეს სჯერა იმის, რომ პაიკები აუმხედრდეს მეფეს? უჩინართა ბუნტია, ასე შეიძლება ეს. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ბიძინა ივანიშვილი 7 საათის განმავლობაში კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილს. უნდა იცოდეს ივანიშვილმა დღეს, შესაძლებელია ეს იყოს მისი უკანასკნელი ტყუილი. ხომ გაგიგონიათ უკანასკნელი ტანგო პარიზში, ეს იქნება უკანასკნელი ტანგო თბილისში ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)