|
2019-11-14 12:34:22, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტთან დაკავშირებით თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს პარლამენტში კანონპროექტი არ ჩავარდება. „ხალხი რომ სასტვენებით დგას ამან კიდევ დაბულინგების სახე მიიღო. რამაც ჩვენი ზოგიერთი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია. ბევრი საკითხიდან გამომდინარე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა და ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ საჭიროა გუნდის ერთობა. მე არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება. პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ უნდა დადგეს დღის წესრიგში, რადგან გუნდის ერთობა არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ თემა. სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში რომელიც ქვეყანას დაეტყობა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა“, - განაცხადა გია ვოლსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)