|
2019-11-14 11:59:00, 1037 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე უარის თქმა, პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობას შეარყევს
„ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი თქმით, ევროკავშირი ამ დრომდე თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან, რადგან პროპორციული არჩევნების საკითხი საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ. „ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)