|
2019-11-14 10:52:44, 1189 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებითვის აუცილებელი ნაბიჯია
გიორგი გახარია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. პრემიერი გამოთქვამს იმედს, რომ პარლამენტარები სრულიად გაიზიარებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ქვეყნის წინაშე გააჩნიათ. „მინდა, გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ პროცესებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება, გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი.იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული,“– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)