|
2019-11-14 10:23:34, 1176 ნახვა
პოლიტიკა
ბიზნეომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა
ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას მიხეილ დაუშვილი დაიკავებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მიხეილ დაუშვილი დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე. ბიზნესის მხარდაჭერა იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამას. ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერის კაბინეტში მოხვედრილი“, - აღნიშნა პრემიერმა. მიხეილ დაუშვილი მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან დღემდე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. შეგახსენებთ, რომ ბიზნესომუდსმენის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი ლექვინაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)