|
2019-11-13 16:31:05, 1793 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: რისკი, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, უნდა მოიხსნას
„ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის, აუცილებელია მოიხსნას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა სწორედ ამ რისკების მოხსნას ემსახურება. „როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინცდამაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს, ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია ასე პრეტენზია ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძე გუშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ პროვოკაციულ გამოსვლებსაც გამოეხმაურა და აღნინა, რომ ისინი პროპორციული სისტემის უალტერნატივობაში თავად უნდა დარწმუნდნენ. „გუშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული გამოსვლების ფონზე, დეპუტატების მეტმა რაოდენობამ ეს რაოდენობა გაზარდა. ეს არის რეალობა და ფაქტია, ჩემი გამოგონილი არ არის. მე და ჩემი წარმომადგენლები ვთხოვთ, რომ დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას, დემაგოგიას და პროვოკაციებს თავი. არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არავინ მიდის. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო“,- განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)