|
2019-11-13 14:23:24, 1261 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე რატიანს: თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებ წარსულს
„თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებ წარსულს“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სერგო რატიანს. კერძოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო სისტემით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ევროპული საქართველო“ პარლამენტში ვერ უნდა მოხვდნენ. მან ასევე ბობოხიძეს გიგლა ბერბიჭაშვილი უწოდა და აღნიშნა, რომ ბობოხიძე ნებისმიერ დროს ესვრის ილიას. „კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები... ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული ბერბიჭაშვილის საქმეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წევრებს სიტყვიერადაც დაუპირისპირდა და ტრიბუნაზე ხელის დარტყმით რატიანს უთხრა: „რას გიზამ იცი, სერგო?! დაგამთავრებ“, ამასთანავე, კობახიძემ ბერბიჭაშვილად მოიხსენია დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც და აღნიშნა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ტანდემშია. შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)