|
2019-11-13 14:14:07, 958 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: -დიმიტრი ხუნდაძე და ლურსმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ლაპარაკობენ
დიმიტრი ხუნდაძე და ლურსმანაშვილი ნიშნის მოგებით საუბარს ვერ გაბედავენ, ისინი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ლაპარაკობენ - ამის შესახებ, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ სისტემას არ მიიღებს ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება. „ეს ქვეყანა არ არის სათამაშო და უკვე მოთმინების ყველანაირი ფიალა ამოიწურა. რა თქმა უნდა არანაირი დიდი წარმოდგენა არ მაქვს დიმიტრი ხუნდაძეზე ან ლურსმანაშვილზე, რომელიც ახლა ოთხი წლის თავზე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე დეპუტატი ყოფილა. ვერ გაბედავდნენ ისინი ნიშნის მოგებითა და პოზით საუბარს, არიქა და პროპორციული სისტემა დაანგრევს ქვეყანას და ცუდი იქნება. რა თქმა უნდა ისინი ლაპარაკობენ ივანიშვილს სათქმელს და ბიძინამ უბრალოდ დაზვერა ჩვენი მოთმინება. სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტი პროპორციული სისტემას არ მიიღებს, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს განიხილავენ. ნათია ბერულავა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)