|
2019-11-13 12:21:43, 1432 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა - დიმიტრი ხუნდაძეს გარიცხვით დაემუქრა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა. როგორც ოქრიაშვილმა განმარტა, ივანიშვილი მათ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთხოვდა. „ჩემი პოზიცია უცვლელია. ხელიც არ მოვაწერე დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა. ბევრი დეპუტატია, რომელიც მხარს არ უჭერენ ამ კანონპროექტს. დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად დიმიტრი ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ პარტიიდან გარიცხავდნენ კიდევაც. ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ არ ვიცი. პირადად ივანიშვილი ემუქრებოდა, დატუკსასავით, ბოდიში რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დებატები გაგრძელდება. ჩემი პოზიცია უცვლელია. 20-მდე ადამიანია ან შეიძლება ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. არ ვიცი ჩავარდება პროექტი თუ არა. უმრავლესობის რიგების დატოვებას არ ვაპირებ. ჩემს მიმართ ზეწოლა არ ყოფილა, რადგან პარტიის წევრი არ ვარ და ვარ მხოლოდ უმრავლესობის წევრი. ზოგადი ზეწოლა იყო, რომ კანონპროექტს ხმა უნდა მივცეთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)