|
2019-11-13 12:15:42, 1136 ნახვა
ეკონომიკა
შანხაიში, საერთაშორისო გამოფენაზე, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიაა წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია წარმოდგენილია ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „ProWine Shanghai“-ზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში 12-14 ნოემბერს იმართება. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მას ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მას ტრადიციულად საერთო ჯამში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. ამასთან ერთად, მიმდინარე კვირაში შანხაიში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალი მოიცავდა „საფერავის სიმპოზიუმს“ და დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალებისთვის. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ცნობილი ბრიტანელი მწერალი რობერტ ჯოზეფი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)