|
2019-11-13 12:03:57, 1186 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - თუ ხელისუფლება სიტყვას არ შეასრულებს, ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გამოვა
„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს და პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციის, ქუჩის კალაპოტში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი დაპირებას შეასრულებს. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არაა "ევროპული საქართველოს" განზრახვა და ჩვენი ამოცანაა "ქართული ოცნების" არჩევნების გზით დამარცხება, მაგრამ გადაყწვეტილება და ბურთი ახლა მმართველ გუნდზეა. თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, მაშინ ოპოზიციას და საზოგადოებას სხვა გზა არ დარჩება თუ არა ქუჩაში გამოსვლა. იმედია ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს ყველა საკითხზე, მაგრამ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმით, რომ ასეთი ფუნდამენტური დაპირებები შესრულედეს. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კიდევ ერთხელ გამომაჟღავნა ერთი მხრივ პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე, ის რომ მათთვის პირადი ინტერესები ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ქვეყნის სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)