|
2019-11-13 11:23:36, 1208 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი „ქართულ ოცნებას“: მოვუწოდებ ამ სიშლეგეს თავი დაანებონ და რეალურად მიიღონ გადაწყვეტილება
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ სიშლეგეს თავი დაანებონ და რეალურად მიიღონ გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რამდენი დეპუტატი მიიღებს კანონპოექტის კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან თუ 25 დეპუტატი ხმას არ მისცემს, მაშინ კანონპროექტი ჩავარდება. „ვფიქრობ, ყველანაირ ზღვარს სცილდება ეს მოცემულობა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება იმგვარად მიიღოს, რომ აღნიშნული პროცესი ჩავარდეს. ვფიქრობ, რომ ეს მათი მხრიდან ძალიან სერიოზული უპასუხისმგებლობა იქნება. პირველი, რა თქმა უნდა ეს მათ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით ჩვენ, რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება ქუჩაში, არ ვიცით ზეგ რა იქნება ქუჩაში. მინდა ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ დარჩნენ მათ დაპირებაზე. ეს ხომ მათი სიტყვა იყო და ვინმე ხომ არ აძალებდა. მათ თქვეს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ და ვხედავდით ამის მხარდამჭერ კამპანიას თვითონ „ქართული ოცნებიდან“. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და ეს არ აისახება საერთო კენჭისყრაზე. თუ რეალურად კენჭისყრაზე გუშინდელის მსგავსი დეპუტატთა რაოდენობა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 25 დეპუტატი ხმას არ მისცემს, მაშინ ვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი ადამიანი იქნება დღეს სხდომათა დარბაზში და რამდენი ადამიანი არ მისცემს ხმას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ სიშლეგეს თავი დაანებონ და რეალურად მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)