|
2015-07-20 18:57:30, 468 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: თავისუფალი უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, მისასალმებელია ის რეფორმები, რასაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის პროცესისასთვის ახორციელებს, თუმცა თავისუფალი უვიზო რეჟიმისთვის, დამატებითი რეფორმებია საჭირო. როგორც ტუსკმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალიან აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, თავშესაფრის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვლასაზრისით. „გარანტია არ გახლავთ წარმატების, მაგრამ დამერწმუნეთ, მე მაქსიმალურად მხარს დავუჭერ იმ დროს, როცა საკითხი მიდგება ვიზალიბერალიზაციის თემაზე.საქართველო ძალიან მყარ პოზიციაზე დგას, როდესაც თავისუფალი მობილურობისა და მოძრაობის თვალსაზრისით არის საუბარი, ძალზე ამბიციურად ვუდგებით ამ თემას.საქართველო ამჟამად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის პროცესისასთვის, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, მაგრამ თავისუფალი უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალიან აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, თავშესაფრის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანთა ტრეფიკინგის თვლასაზრისით.ეს გახლავთ ჩვენი ოფიციალური პოზიცია.მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო საკმაოდ მზად გახლავთ და ამბიციურია დღის წესრიგის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ამ ეტაპამდე მივა, აღნიშნული პროგრესის შეფასებამდე, თქვენი მზაობა იქნება მაღალი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ მოვლენათა მიმდინარეობა. კომისიის შემდეგი მოხსენება რეფორმების საკითხზე, რეფორმებს ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა დაიწყოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესზე ძირეული პროცესი“,-განაცხადა დონალდ ტუსკმა.
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)