|
2026-09-17 15:49:49, 233 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. “პროკურატურას 30 მოწმე ჰყავს მარტო იმასთან დაკავშირებით, მართლა დავუძახე თუ არა სადისტ პოლიციელს “არაკაცი”. დავუძახე! ციხეში, თაკარა მზეში გამომძიებლები მოვიდნენ, რამდენი ფურცელი, მელანი და ბენზინი დახარჯა სახელმწიფომ მარტო იმის დადგენაში, მართლა დავუძახე თუ არა “არაკაცი”. დავუძახე, არ უარვყოფ! ორ დანაშაულზე იყო იმ პროცესზე საუბარი, პირველი, ხელბორკილები 4 საათი არ მომხსნეს და მარცხენა ხელიდან სისხლი მომდიოდა. “წინ მაინც დამიმაგრეთ ეს ხელბორკილები-მეთქი”, ზუსტად იმ პოლიციელს ვეუბნებოდი. თავის ქვეშევრდომ პოლიციელს უკრძალავდა ხელბორკილების მოხსნას. ორი პოლიციელი იყო იმ პროცესზე მოსული. ერთი შევაქე, ადამიანი იყო და იმიტომ. მეორეს არაკაცი დავუძახე. წყალი, რომ ვითხოვე, ერთი ცდილობდა მოეწოდებინა და ეს ჭიპაშვილი, მართლა არაკაცი, ეუბნებოდა, არ დაალევინოო. დაინახეს, რომ სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან და მაჯები მქონდა დახეთქილი. ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან, ბედნიერი იყო. არაფერს ვიგონებ და მეორე დანაშაული იყო ის, რომ ასეთ ადამიანს არაკაციც დავუძახე, "ახვარიც" და "ნაბიჭვარიც", იმსახურებდა. ეს პოლიციელი მოქმედი პოლიციელია. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე არაფერი დამკლებია, უბრალოდ გაოგნებული ვარ, რანაირი ხალხი მუშაობს პოლიციაში? სად არის იმ საქმის გამოძიება? შეწყვიტეს! დანაშაულის ნიშნები არ არისო. იზოლატორში დაფიქსირებული იყო ხელები დაჩეხილი რომ მქონდა. მე ხომ არ დავიჩეხავდი არა? მკურნალობაც ჩამიტარეს, იქ ორი კვირა მიმკურნალეს მაჯებზე. ამით დაინტერესდით? იქნებ მე თვითონ დავიზიანე ეს მაჯები?... მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)