|
2019-11-12 17:40:57, 1605 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც „ქართუ ბანკის“ თანამშრომელს დაგვინიშნავდა
„ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის’ წევრი თინა ბოკუჩავა, უმრავლესობის წევრის, ირალი კობახიძის განცხადებას. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი თავს ქვეყნის ბატონ-პატრონად აცხადებს და თვლის, რომ ყველა ინსტიტუტი მას ეკუთვნის: „ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა მისი ყველა ინსტიტუციით ეკუთვნის მას. ის არის ბატონ-პატრონი ყველა ინსტიტუციის. მისი ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა საკუთარი დაცვის წარმომადგენელი. “ქართუში” მისი თანაშემწე თავდაცვის მინისტრად… ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს შემდეგნაირად უპასუხა: „უტევთ ეკლესიას. 9 წელია ვერავინ ვერ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)