|
2019-11-12 13:18:17, 1359 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ეჭვს გამოთქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ბესელიას ეჭვის საფუძველი უმრავლესობის მიერი გაკეთებული განცხადებებია, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო ცვლილებას შესაძლოა დეპუტატების ხმები არ ეყოს. „ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე დავუჭერთ ამ ინიციატივას მხარს იმიტომ, რომ უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საბაბი გადაიფიქროს ის დაპირება და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება. ოპოზიციიდან დარწმუნებული ვარ ყველა უჭერს მხარს, მაგრამ ეს თამაში, რომ რაღაცა ხმების მოგროვების პრობლემა დგას, ძალიან ცუდად მენიშნება. ასე მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფიქრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მიზეზებს ეძებს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)