02:33 - 10 Oct, 2026
|
2019-11-12 13:03:33, 1111 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში: ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პლენარული სხდომა დატოვა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა დატოვა. ამის მიზეზი ბობოხიძის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეკამათება გახდა. კერძოდ, ყაველაშვილი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა, რა დროსაც მან აკაკი ბობოხიძე მოიხსენია, როგორც „კაკოია ბობოხიძე“. ამის საპასუხოდ, აკაკი ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან ყაველაშვილს მიმართა, რომ „კაკაოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახეო. ბობოხიძის რეპლიკას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ სხდომას დატოვებდა, რადგან უმრავლესობას საშუალებას არ მისცემს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი ჩაშალონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)