|
2019-11-11 16:52:21, 1567 ნახვა
პოლიტიკა
„შევხვდებით სხვა ფორმატში“ - ბიზნესომბუდსმენის მოადგილე თანამდებობის დატოვებაზე
„შევხვდებით სხვა ფორმატში“, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესომბუდსმენის ყოფილი მოადგილე ლევან კალანდაძე და თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი მის ცხოვრებაში. ამავე წერილში ის მადლობას უხდის სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებს, სამინისტროებს, მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და მის ხელმძღვანელ ირაკლი ლექვინაძეს. „თითქმის ორი წელი, უფრო ზუსტად წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ახლა დადგა დრო რაღაცები შეიცვალოს... უამრავი საინტერესო ადამიანი, არაერთი საინტერესო ინიციატივა, ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესქეისი და ბიზნესდავა, რომელთაგან ბევრი პოზიტიურად და დადებითად გადაწყდა. საოცარი განცდაა ამ პროცესის თანამონაწილეობა, როცა დადებითი შედეგით, პრინციპში გამარჯვებით, ასრულებ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნესდავას. თუმცა, გადასაწყვეტი და ბოლომდე მისაყვანი ჯერ კიდევ ბევრი „ქეისია. მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მთელ „სტაფს“, უკლებლივ ყველა თანამშრომელს. მართალია, სულ თორმეტი ადამიანია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური, პროფესიული და ეფექტური გუნდი მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მადლობა ყველა იმ ბიზნესასოციაციასა და ბიზნესგაერთიანებას, ვისთანაც ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ და ინტენსიურად ვიმუშავეთ, პრაქტიკულად ყოველდღიურ, უწყვეტ რეჟიმში. მადლობა ყველა იმ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოს, სამინისტროებს, დეპარტამენტებს, სააგენტოებს, სამსახურებს, ვისთანაც პარტნიორულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა (განსაკუთრებული) რა თქმა უნდა, მედიას აქტიური თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მათ გარეშე ბევრი საკითხი და დავა გაცილებით რთულად გადასაწყვეტი იქნებოდა. და ბოლოს, მადლობა ირაკლი ლექვინაძეს. უბრალოდ, მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე. P.S. შევხვდებით სხვა ფორმატში,“ - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესომბუდსმენის ყოფილი მოადგილე. შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)