|
2019-11-11 16:31:27, 2665 ნახვა
კომენტარი
„მეუფე პეტრე არასდროს იტყუება“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ყოფილი მიტროპოლიტის ბრალდებებს ეხმაურება
„როგორც მეუფე პეტრეს მე პირადად ვიცნობ, ის არასდროს არ იტყუება“, - ასე გამოეხმაურა ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მორიგ სკანდალურ ბრალდებებს. როგორც თორნიკე მამალაძემ „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. რაც შეეხება დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვის საკითხს, თორნიკე მამალაძის თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი კი პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მონაწილეობაა. „მეუფე პეტრეს განცხადებებს ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს იტყუება... პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები და სასამართლო სხდომები ამიტომ დაიხურა. ასევე, ჩემი ძმა მესამე პირზეც საუბრობს და სავარაუდოდ, ეს მესამე პირი სასულიერო პირია, რომელიც სასამართლო სხდომების დახურვასთან კავშირშია. დღეის გადმოსახედიდან ეს, სავარაუდოდ, სოდომურ ცოდვასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, მაღალი სასულიერო პირი იქნება, რადგან დაბალი სასულიერო პირები არავის აინტერესებს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)