|
2019-11-11 15:51:56, 1541 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს, აქ სკანდალური არაფერია
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ირაკლი ლექვინაძემ და ლევან კალანდაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს და აქ სკანდალური, გაუგებარი და მოულოდნელი არაფერია. „მათი საქმიანობა შესაძლოა დადებითად შეფასდეს. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისინი იცავდნენ ბიზნესის ინტერესებს. აქაც ალბათ ხშირად ოქროს შუალედია ხოლმე საძიებელი და მე ვფიქრობ, ისინი ამას კარგად ართმევდნენ თავს. მათ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი საკუთარი სურვილით ტოვებენ თანამდებობას, ეს არის მათი უფლება და აქ სკანდალური, გაუგებარი და მოულოდნელი არაფერი არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)