|
2019-11-11 15:00:00, 1319 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი წყალტუბოზე: ივანიშვილის როლია ბიზნესს კომფორტი და გარანტი შეუქმნას
„ბიძინა ივანიშვილის როლი არის ის, რომ კომფორტი და გარანტი შეუქმნას ბიზნესსა“, - ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მოცემული დროის მონაკვეთში არ ექნება სათანადო რესურსი ინფრასტრუქტურის ერთიანად განსახორციელებლად, ბიძინა ივანიშვილის როლია მას დაეხმაროს. „ბატონი ბიძინას როლი არის ის, რომ კომფორტი და გარანტი შეუქმნას ბიზნესს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ვერ აითვისებს 22-ვე სასტუმროს და ვერ ჩადებს ინვესტიციას სრულად იმ ობიექტების განვითარებაში ან თუ სახელმწიფოს დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ექნება სათანადო და შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ მთლიანად მთელი კურორტის ინფრასტრუქტურა ერთიანად განავითაროს, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინას როლი და ფუნქციაც ეს არის, რომ დაეხმაროს როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს რომ ამ კურორტისთვის საჭირო ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიზიდოთ“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)