|
2019-11-09 13:00:40, 2109 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“, საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. ახალი წევრები არიან: ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი, იურისტი - მიტროფანე სტურუა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი - მანანა ბანძელაძე, ფსიქოლოგი - თამარ წამალაიძე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი და ქიმიკოსი - გია პატარიძე. იურისტი, ადვოკატი - გიორგი მახარაძე, საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი - ნათია ხელაია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი - გიორგი ბაკაშვილი, იურისტი - პაატა დარახველიძე, ეკონომიკის მაგისტრი - ლილე მაღლაფერიძე, ინჟინერი და ეკონომისტი - დიმიტრი აბაშიძე. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი. მეორე წარდგენა 26 სექტემბერს შედგა და მოძრაობაში გაწევრიანდნენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. მესამე წარდგენა 3 ოქტომბერს შედგა. მეოთხე წარდგენა 11 ოქტომბერს შედგა. მეხუთე წარდგენა 18 ოქტომბერს შედგა. 25 ოქტომბერს წადგენილი წევრების სია იხილეთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)