2019-11-08 14:57:42, 1317 ნახვა
სამართალი
გადაიდება თუ არა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება - შსს ლორთქიფანიძეს პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ უწყებაში შეტანილ განცხადებას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მათი ინფორმაციით, სამინისტრომ განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა უკვე დაიწყო:
"მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ნინო ცაციაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან დაკავშირებით, შსს-ს და პროკურატურას მიმართა და ჩვენების გადადება მოითხოვა იმ დრომდე, სანამ ფილმში პორნოგრაფიული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,