16:34 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 13:50:56, 398 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები 2 კვირის განმავლობაში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგით ისარგებლებენ

27 ივლისიდან ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეები C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგით ისარგებლებენ.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ნებაყოფლობით შეეძლებათ 2 კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 რეგიონში ანალიზები ჩაიტარონ.

„ჩვენ უკვე შევიძინეთ დამატებით 10 ათასი ადამიანის სკრინინგის ჩასატარებელი ტესტები. ეს კვლევა არ საჭიროებს რაიმე დიდ ფინანსურ დანახარჯებს და თუ საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან ამ კამპანიაში, ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა სერგეენკომ.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს უფასო სკრინინგის ჩატარება შეეძლებათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შემდეგ ლაბორატორიებში: ქუთაისი -  ზონალური ლაბორატორია; 27-28-29 ივლისს იმერეთის სხვადასხვა რაიონებში მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიები; აჭარა - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საინფორმაციო-სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“; 30-31 ივლისს აჭარის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიები; გურია - ოზურგეთის ლაბორატორია; სამეგრელო ზემო სვანეთი - ზუგდიდის ლაბორატორია; ფოთი - ფოთის ლაბორატორია; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - ამბროლაურის ლაბორატორია; სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის ლაბორატორია; შიდა ქართლი - გორის ლაბორატორია; კახეთი - თელავის ლაბორატორია. 

ასევე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, 30 ივლისს მოეწყობა ღია ლაბორატორიები ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ მდებარე სკვერში „ბაღის კიდე“ და ბათუმში, ბათუმის ბულვარში „კოლონადებთან“. მიღების საათები 10-დან 17 საათამდე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics