|
2019-11-07 11:12:18, 1425 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ 11 ნოემბერს დასაქმების ფორუმს გამართავს
11 ნოემბერი, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს ფოსტის სათავო ოფისში (სადგურის მოედანი #2), დასაქმების ფორუმი გაიმართება. პროექტის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა პირისპირ შეხვდეს დამსაქმებელს, გაიაროს გასაუბრება და დასაქმდეს საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე. კურიერის პოზიციაზე დასაქმებული პირის ანაზღაურება შეადგენს 500 / 750 ლარს, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული კადრის ძირითადი სამუშაო მოვალეობები გახლავთ: საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის და სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - gpost.ge საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე მაღალკვალიფიციური კადრი.
(R)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)