00:08 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 16:07:02, 2588 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი: მეუფე პეტრე პატრიარქის „ლინჩის“ წესით გასამართლებას ითხოვს

„მეუფე პეტრე პატრიარქის „ლინჩის“ წესით გასამართლებას ითხოვს, ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის შესაჩერებლად“, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დანაშაულის აღკვეთას ვერ ახერხებს.

„მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე პატრიარქი გაასამართლოს. ხალხს მოუწოდოს რომ პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს. ამას ველოდებით. ეს არის პილატეს სასამართლო. დღეს ჩვენს საზოგადოებას, ქვეყანას და ეკლესიას ემუქრებიან ლინჩის წესით გასამართლებით. ჩვენ კი ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ ეს არ მოხდეს. რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის სინოდის სხდომის დაწყებამდე პატრიარქთან მივიდა და მას აღსარება ჩააბარა. ამის შესახებ ჩვენ სინოდის სხდომაზე თავად პატრიარქისაგან შევიტყვეთ. შემდეგ იაკობი სინოდზე სიტყვით გამოვიდა და სინოდის ყველა წევრისაგან უპირობო შენდობა ითხოვა, რაც სინოდმა მიიღო. მიუხედავად ამისა, განჩინებაში ჩაიწერა, რომ მიეცეს შენდობა და განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრად დაისაჯოს. ჩვენ არ ვიცით ვინ რა შეთქმულება მოაწყო ამ საქმეში, მაგრამ ვიცით ერთი რამ, რომ პატრიარქის ხელშეუვალობის კონსტიტუციური უფლება დაირღვა. გაკეთებული ანონსის შემდგომი დარღვევისა, რომ მოხდება პატრიარქის ლინჩის წესით გასამართლება, ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ დანაშაულის აღკვეთას“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics