2019-11-06 10:24:40, 1347 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სასტუმრო ჰილტონში სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა ევაკუაცია გამოცხადდა
ბათუმში სასტუმრო "ჰილტონში", სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დელეგატები იკრიბებოდნენ განგაშის სიგნალი ჩაირთო. უსაფრთხოების მიზნით, კონფერენციის მონაწილეთა ევაკუაცია მოხდა.
ფორუმის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატო მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესნმენები არიან.
სასტუმრო “ჰილტონის” უსაგრთხოების მენეჯერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაძლიერებული უსაფრთხოების გამო, სამზარეულოში ჩაირთო სიგნალიზაცია “უმნიშვნელო კვამლის გამო”. მენეჯერის თქმით, ჯერ უცნობია, რატომ ჩაირთო სიგნალიზაცია.
კონფერენციას დღეს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. სტუმრებს ასევე მიესალმებიან პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,