|
2026-10-16 09:43:40, 343 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო სამთავრო მონასტერში რუსულ წირვაზე - უცხოელ სასულიერო პირებს ასამაღლებლის წარმოთქმის უფლება მშობლიურ ენაზეც საეკლესიო ტრადიციით ეძლევათ
სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამთავროს დედათა მონასტერში საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა, სამთავროს დედათა მონასტერში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება. "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენებისა და ფაქტების მცდარი ინტერპრეტაცია არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების მიზეზი. გამონაკლისი არც წლევანდელი სვეტიცხოვლობა ყოფილა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, რომელთა წარმომადგენლებმაც სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. თანამსახურებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი. დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის კურთხევით, ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება. მსგავსი წესი მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული პრაქტიკაა. ამ შესაძლებლობით საზღვარგარეთ ქართველი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ეს, ჩვეულებრივ, საეკლესიო ერთობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც ყველა ადგილობრივი ეკლესია იცავს. ასე რომ, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. აქვე დავძენთ, რომ საეკლესიო სლავური ენა, რუსეთის მსგავსად, სხვა არაერთი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ენაა. მოვუწოდებთ ყველას, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას და თავი შეიკავონ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების ხელშემწყობი ცნობების გავრცელებისგან" - წერია განცხადებაში.
Reuters- უკრაინაში Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
უკრაინა რუსეთის აეროპორტებზე თავდასხმების მკვეთრ ზრდას ამზადებს
საპატრიარქო სამთავრო მონასტერში რუსულ წირვაზე - უცხოელ სასულიერო პირებს ასამაღლებლის წარმოთქმის უფლება მშობლიურ ენაზეც საეკლესიო ტრადიციით ეძლევათ
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)