|
2019-11-06 10:20:14, 1828 ნახვა
ეკონომიკა
უსასრულო გარანტია სავალი ნაწილებზე თეგეტა მოტორსისგან
კამპანიის - „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს უსასრულო გარანტიას სავალ ნაწილებზე. რაც გულისხმობს, თეგეტას ქსელში შეძენილი სავალი ნაწილების დაზიანების შემთხვევაში, გადახდილი თანხის 100% - მდე ანაზღაურებას. სავალი ნაწილი მუდმივად მოითხოვს გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, ვინაიდან ის ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მისი გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავტომობილის ფუნქციონირებისთვის, არამედ თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვისაც. ზამთრის პერიოდში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასთან ერთად, გზის საფარის მდგომარეობაც უარესდება, გზა უსწორმასწორო და არაერთგვაროვანი ხდება. ამას ემატება ორმოები, რომელიც ყინვის დროს ხელოვნურად წარმოიქმნება. ამგვარ პირობებში სიარულისას ავტომობილის დეტალები ყველაზე დიდ ზემოქმედებას განიცდის, ყინვა კი ზეწოლისას დაზიანების რისკს უფრო მეტად ზრდის. გარდა ამისა ზამთარში გვიწევს ისეთ ადგილებში წასვლა, სადაც პირობები კიდევ უფრო რთულია და ავტომობილის სავალი ნაწილის დაზიანების რისკიც იზრდება. სავალი ნაწილის მკვეთრი დაზიანებისას მძღოლს არ შეუძლია ავტომობილის მიმართულება გაასწოროს და ვერ იმორჩილებს მას, რა დროსაც იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია წინასწარ მოამზადოთ ავტომობილი მკაცრ პირობებში გადაადგილებამდე, რათა დაიცვათ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების უსაფრთხოება. თეგეტა ზრუნავს თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე.
(R)
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



