16:33 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 11:24:16, 488 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი დაამტკიცებს.

აღნიშნულს “სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.

კანონმდებლობის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება და ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

ცნობისთვის, დღეს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა.

შეგახსენებთ, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.

შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics