|
2019-11-05 15:19:24, 1992 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ურთიერთობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და კრისტიან ურსეს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ევროპის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)