|
2019-11-05 12:36:28, 2277 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს კონსტიტუცია შეუგზავნეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრის, ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს შეახსენეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის დათხოვნის უფლება არ აქვს და ამის სიმბოლურ ნიშნად მას კონსტიტუცია შეუგზავნეს. "ჩვენ შევახსენებთ პრეზიდენტს, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ასევე, ნებისმიერი სხვა კანონი უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ ჩვენ აქ მოვედით დღეს რათა ვუთხრათ პრეზიდენტს, თუ ის გადაწყვეტს დააკმაყოფილოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნა და შეუწყვიტოს უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ეს მისი მხრიდან არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრმა ეკატერინე ციმაკურიძემ. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით 4 ოქტომბერს ოფიციალურად მიმართა, რომლის მოტივადაც საბჭომ ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა დაასახელა. გიორგი ჩაფიძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)