|
2019-11-04 22:05:34, 1473 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე -მომეცით უფლება, დავფიქრდე
მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე განაცხადა. „ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება, დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)