|
2019-11-04 16:07:00, 1446 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს დაეხმარება, მაგრამ ამის თავი არ აქვს
„ვფიქრობ, ივანიშვილი ხვდება, რომ არის უხერხულ მდგომარეობაში, ინტერესთა კონფლიქტში, როცა საუბრობს ამა თუ იმ სასტუმროს ინვესტირებაზე“, - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. ხაზარაძე ქვეყანაში კონკურენტუნარიან ინვესტიციებს მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ ივანიშვილის მმართველობის პერიოდში მათი მოცულობა 54%-ით შემცირდა. „მე მივესალმები ნებისმიერ ინვესტიციას, თუ ის არის კონკურენტუნარიან სიტუაციაში განხორციელებული, თუ ის ემსახურება მრავალფეროვანი ინვესტიციების და ინვესტორების მოზიდვას, თუ ის ემსახურება უცხოელი რეპუტაციული კაპიტალის შემოდინებას ქვეყანაში და სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა რეალობა სხვანაირია. ბიძინა ივანიშვილი მისი მმართველი პარტიით, რომელიც მეორე პერიოდით მართავს ქვეყანას, პირდაპირი პასუხისმგებელია ქვეყანაში ინვესტიციის შემოდინებით. შედეგად მივიღეთ, რომ 54% საერთაშორისო ინვესტიციის დავარდნილია, სამუშაო ადგილები არ იქმნება და იზრდება უმუშევრობა. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი იხსნის პასუხისმგებლობას მის პირდაპირ ფუნქციაზე, სადაც მან თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო პოლიტიკაში შემოსვლა. იგი არის ძალიან სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტში და ანგრევს სახელმწიფოებრივ აზროვნებას, როცა ამბობს, რომ მე დავეხმარები სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ამის თავი მას არ აქვს. ეს არის ქვეყნის დაკნინების მცდელობა, იმიტომ რომ თუ სახელმწიფოს და ბიუჯეტს არ აქვს ამის თავი, ამიტომ ჩაგაბარეთ ქვეყანა, გადააბარეთ იმას ვისაც აქვს ამის თავი“, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)