|
2019-11-04 16:09:37, 1423 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ქართული სუფრის შესახებ არ ეთანხმება
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე ქართული სუფრის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება. კერძოდ, ქადაგიძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნის ეს „ღრმააზროვანი სიტყვები“: ”ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა“, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ არ იცის და ვერაფერს იტყვის. ამის შემდეგ, გოცირიძემ ქადაგიძეს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა ცივილიზაციის უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე მაგალითად, ინტერნეტი, რაზეც ქადაგიძემ უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ „მან შეიძლება ინანოს, ამ სიტყვებს რომ არ დაეთანხმა, რადგან მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილია“. საპასუხოდ, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ „მაინც თავის აზრზე რჩება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)