|
2019-11-04 11:38:14, 1226 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ხელისუფლება თავისი კორუფციული მიზნებისათვის ბიუჯეტს ფლანგავს
ხელისუფლება თავისი კორუფციული მიზნებისათვის ბიუჯეტს ფლანგავს - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის დონის მონაცემებს. მისი თქმით, ხელისუფლება ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს პოპულისტური საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს. „ხელისუფლება თავისი კორუფციული მიზნებისათვის ეწევა ბიუჯეტის ფლანგვას. ამ ბიუჯეტის შემთხვევაში, რომელიც ხელისუფლებამ ახლახანს მიიღო ასეულობით მილიონი უყაირათოდ და არაეფექტიანად იფლანგება. ამ ხარჯების დიდი ნაწილი მიმართულია პოპულიტური საარჩევნო მიზნებისათვის. ფასების ზრდა და ლარის კურსის ვარდნა ვერ შეჩერდება, რადგან რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. ხელისუფლება, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის აკეთებს ყველაფერს და არჩევნების შემდეგ არ აინტერესებს არც ხალხის, არც ქვეყნის და არც ეკონომიკის ბედი არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, "საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.
გიორგი ჩაფიძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)