|
2019-11-02 18:49:17, 2980 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლი: სინოდზე მეუფე პეტრეს უთხრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, მეგობრულად, მაგრამ მივიღეთ ეს შედეგი
ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას 2017 წელსაც აპირებდა, თუმცა სინოდის წევრების თხოვნის შემდეგ, ილია მეორე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. როგორც მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე პეტრეს პირადად სთხოვა, პატრიარქს და მღვდელმთავრებს შერიგებოდა, თუმცა მან თხოვნა არ გაითვალისწინა. „გავიდა 3 წელი, მე მგონი 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, რომ უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს, იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება რომ ახლა მივცეთო გაფრთხილება. ერთი, ორი, სამი და გავიდა 5 სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა. ეს კიდევ მიიღო ერთი გაფრთხილება, უწმინდესის კურთხევით ჩამოვედი და ვუთხარი, რომ შეურიგდეს პატრიარქს, შეურიგდეს მღვდელმთავრებს. მეუფემ კი თქვა მე მივდივარ ბოლომდე. ამ სინოდზე მეუფეები ადგნენ და უთხრეს, რომ მეუფევ [პეტრე] არ გინდა, რატომ აკეთებ ამას. ის მეუფეები, ვინც სთხოვეს პატრიარქს 2017 წელს, ახლა სთხოვეს მეუფე პეტრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად, მაგრამ მივიღეთ ეს შედეგი “, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)