09:50 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-02 17:00:13, 1318 ნახვა

საზოგადოება
მეუფე პეტრესთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქია შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირმა დატოვოს

მეუფე პეტრესთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქია შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირმა დატოვოს.

როგორც ცნობილია, ეპარქიის დატოვება უკვე გადაწყვიტა იღუმენია თამარ გამყრელიძემ. ის ამბობს, რომ იქ წავა, სადაც მეუფე პეტრე იქნება.

 „სადაც იქნება მეუფე იქ წავალთ, იმიტომ რომ მეუფეს მხარეს არის სიმართლე და მივყვებით სიმართლეს“, - განუცხადა იღუმენია თამარმა „რუსთავი 2“-ს.

მეუფე პეტრეს კიდევ ერთი თანამოაზრე, მამა ანდრია სარია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ეპარქიის გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს.

 „აღწერილობა,  როდესაც მოხდება და ჩავაბარებთ ეპარქიას მღვდელმთავარს, რომელიც დროებითი მმართველი იქნება აქაურობისა, შემდგომ გადავწყვეტ მე რას მოვიმოქმედებ, მე ეკლესიიდან წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ იმ სულიერ კრიზისს, რომელშიც დღეს ეკლესია იმყოფება, პასუხებს ველით, ეს არ იყო ჩვენი ემოციური და აღტკინებითი განცხადებები“, - განაცხადა მამა სარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო სამთავრო მონასტერში რუსულ წირვაზე - უცხოელ სასულიერო პირებს ასამაღლებლის წარმოთქმის უფლება მშობლიურ ენაზეც საეკლესიო ტრადიციით ეძლევათ
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics