|
2019-11-01 18:08:15, 3077 ნახვა
კომენტარი
თურნავა ანაკლიის პროექტზე: ინვესტორებს მოვუწოდებთ, დროულად ჩამოყალიბდნენ
ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მოვუწოდებთ ინვესტორებს დროულად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პორტი უკვე კრიტიკულად დაგვიანებულია, რადგან ის ფოთსა და ბათუმს კონტეინერების გადამუშავების ნაწილში უნდა შეშველებოდა. "როცა მთავრობის წევრები ანაკლიის პორტზე ვსაუბრობთ ვგულისხმობთ, რომ ის კრიტიკულად დაგვიანებულია, რადგან იგი ფოთსა და ბათუმს კონტეინერების გადამუშავების ნაწილში უნდა შეშველებოდა. ჩვენს რეგიონში კონტეინერირებული ტვირთი უფრო და უფრო იმატებს და ეს ზრდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად ამისა, ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მოვუწოდებთ ინვესტორებს დროულად ჩამოყალიბდნენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ტვირთბრუნვა ჩვენი დერეფნის და პორტების გავლით საკმაოდ სწრაფად იზრდება. მოგახსენებთ სტატისტიკასაც, გასულ 8 თვეში ფოთის პორტის მიმართულებით მთლიანი ტვირთბრუნვა გაზრდილია 37%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ვინაიდან ფოთის პორტის დიდი ნაწილი კონტეინიზირებული ტვირთია, ამ ნაწილში კიდევ უფრო მაღალი ზრდაა - 45%. ბათუმის პორტში შედარებით მოკრძალებული ზრდაა, რადგან იქ მაინც ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომელიც ისტორიულად იკლებს, რადგან როგორც წესი, მიმწოდებელი კომპანიები მილსადენებს არჩევენ ხოლმე, მაგრამ იქაც არის 5%-იანი ზრდა კონტეინერებში და ესეც საკმაოდ მაღალი ზრდაა",- განაცხადა თურნავამ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)