|
2019-11-01 12:32:22, 2678 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის ქალთა მეწარმეობის წახალისება მნიშვნელოვანია
„მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. მეწარმე ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების არასაკმარისი ჩართულობით გამოწვეული ეკონომიკური შემოსავლის დანაკარგი 11 პროცენტს შეადგენს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „ბიზნესის ხელშეწყობის ჩართულობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულ პროექტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. თავის მისალმებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ეხმარება მათ ბიზნეს და სამეწარმეო უნარიანობის განვითარებასა და ფინანსური განათლების გაუმჯობესებაში. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ 2015 – 2018 წლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 9380 ბენეფიციარი დაფინანსდა, რომელთა 40,3 პროცენტი ქალია. გარდა ამისა, ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში წარმოდგენილთა 30 პროცენტი ასევე ქალია. აღნიშნული ბიზნეს - მიმართულებებია სურსათის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავეჯი, სათამაშოების წარმოება, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, არქიტექტურა და დიზაინი. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს. პრეზენტაციაზე ასევე მოხსენებები გააკეთეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)