|
2019-11-01 10:58:12, 2453 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
„სექტემბერის თვის მაღალი ეკონომიკური ზრდა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ეფექტიანმა რეფორმებმა და სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ 2019 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა. „საქსტატის" ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 5.0 პროცენტს გაუტოლდა. რაც შეეხება 2019 წლის მე-3 კვარტლის რეალური ზრდას, აღნიშნული მაჩვებებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ის 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ პერსპექტივებსა და მოლოდინებზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ახლახანს, სარეიტინგო კომპანია „S&P"-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა და ამის მთავარ მიზეზად, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ასევე ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამასთანავე, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ინკლუზიურს გახდის - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა; ტრანსპორტი; ვაჭრობა; სასტუმროები და რესტორნები; დამამუშავებელი მრეწველობა; ჯანდაცვა. ამასთან, სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდამ. კაპიტალური ხარჯები გაიზარდა 86%-ით და 489.7 მლნ. ლარი შეადგინა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, 15.2 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მატება ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)