|
2019-10-31 15:48:27, 2108 ნახვა
კომენტარი
მეუფე საბა: მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება
„მე ვიყავი პირველი მათგანი, რომელიც ვაპირებდი მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა ეს გზა“, - ასე გამოეხმაურა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას. მან მეუფეს სკანდალურ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაუსაბუთებელი ბრალდება და ცილისწამებაა. „მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც წმინდა სინოდზე ხდებოდა მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა, ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც მღვდელმთავარმა, თუკი ეკლესიაში პრობლემებია, ამ პრობლემებზე უნდა ისაუბროს სინოდზე და არა საჯაროდ. მან დაარღვია ეს კანონიკური კუთხე. ჩვენგან იყო მოთხოვნა, რომ მას შენდობ ეთხოვა, მე ვიყავი პირველი მათგანი, რომელიც ვაპირებდი მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაგვიჭრა ყველა გზა“, - განაცხადა მეუფე საბამ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)