|
2019-10-30 14:02:04, 9700 ნახვა
მსოფლიო
კოლუმბიის დედაქალაქის მერი ლესბოსელი ქალი გახდა
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას მერი 49 წლის "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კლაუდია ლოპესი გახდა. აღსანიშვავია, რომ კლაუდია პოლიტიკაში 20 წლის წინ გამოჩნდა. მას კოლუმბიაში კორუფციასთან ბრძოლაში დიდი წყვლილი მიუძღვის. ლოპესმა ამომრჩეველთა ხმების 35,2% მიიღო და საკუთარ მეტოქეს, ლიბერალ კარლოს ფერნანდო გალანას (32,5%) რამდენიმე პროცენტით გაუსწრო. "ჩვენ არა მარტო მოვიგეთ, ჩვენ ისტორია შევცვალეთ",-დაწერა საკუთარ Twitter-ში ლოპესმა. ბოგოტას ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მერის არჩევნებზე ერთ კანდიდატს 1 მილიონზე მეტი ხმა მიეღოს. აღნიშნულ თანამდებობას ლოპესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის დეკემბრამდე დაიკავებს. 2016 წელს კოლუმბია რიგით მეოთხე (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი) სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)