|
2019-10-30 12:46:08, 979 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვართ ღია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებით „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორს - ლონდა თოლორაიას და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს წარმატება უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა სამინისტროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "მე მინდა, პირველ რიგში, ქალბატონ ლონდას მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, მის გუნდს. ძალიან ბევრი იმუშავეს და ორ დღეში დაიწყებენ მუშაობას. იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი დიდი სამინისტროა საქართველოში, ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენ ვართ ღია, გახსნილები თანამშრომლობისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს - საპატრულო, კრიმინალური, მართლწესრიგის ოფიცრები - ძალიან ხშირად აქვთ შეხება მოქალაქეებთან, ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, სამწუხაროდ, არის ხოლმე რაღაც გადაცდომები, ეს გადაღლილობის თუ დატვირთვის ბრალია, არ ვიცი. სამწუხაროდ, ეს ხდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სამართლიანი მოკვლევა თუ გამოძიება და სამართლიანი შეფასება ექნება ყველა იმ ქმედებას პოლიციელებისას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)