01:52 - 22 Sep, 2026
|
2019-10-30 12:39:41, 1329 ნახვა
კომენტარი
გომელაური: მაკო გომური გვაბრალებს, რომ ვუსმენთ - ჩვენ ხომ არ დავიწყებთ ამაზე გამოძიებას, პროკურატურას მიმართოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულმა მაკო გომურმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიმართოს. კერძოდ, მაკო გომური აცხადებს, რომ მას უკანონოდ უსმენენ, ხოლო მისი სმს-ები, რომლებიც 20 ივნისის ღამეს უკავშირდება, იშლება. "ძალიან სამწუხაროა. ალბათ, პროკურატურას უნდა მიმართოს, ან თუნდაც ახალ სახელმწიფო ინსპექტორს, მიმართოს და გამოიკვლევენ. ჩვენ გვაბრალებს, როგორც მახსოვს, შსს-ზე ჰქონდა ეჭვი. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?! გამოძიება ალბათ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს, თუ საჭიროა... არ ვიცი, ალბათ, თვითონ უნდა მიმართოს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)