|
2019-10-30 12:41:06, 972 ნახვა
კომენტარი
დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება
დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ანბანის სკვერის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა შესაძლებელია. „ამ სკვერში წლების წინ გაიცა სამშენებლო ნებართვა. კონკრეტულად, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენებაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აგვირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ და შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ ამ ადგილზე აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ განთავსდებოდა. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და მივაღწიეთ შეთანხმებას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ამ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვის საკითხი, რათა ეს პროექტი ამ კონკრეტულ სკვერში არ განხორციელდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც დაუშვებელია მწვანე სკვერებსა და სივრცეებში ასეთი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ანბანის სკვერი სრულად იქნება მოწესრიგებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)