|
2019-10-30 12:29:10, 1268 ნახვა
კომენტარი
გომელაური მეუფე იაკობზე: ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ - ვერ წამომიდგენია, პატრიარქის გადაყენების თემა ვინმემ განიხილოს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია მეუფეს პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის არასდროს დასწრებია მსგავსი ტიპის შეხვედრას, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს. "უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი გუნდი. ვერ წამომიდგენია, რომ პატრიარქის გადაყენების თემა ვინმემ განიხილოს... რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებს, არანაირ ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, არ შემდგარა. გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორმა გააკეთა განცხადება. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს დანაშაულის სიმძიმეს. შსს-ც როცა საქმეს ძრავს, პროკურატურას უთანხმებს. მე რატომ მეკითხებით?!", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ჟურნალისტების კითხვაზე - ზოგადად რა კომუნიკაცია აქვს მას მეუფე იაკობთან, გომელაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს და ბევრჯერ შეხვედრია. "ძალიან კარგად ვიცნობ მეუფე იაკობს და ბევრ სხვა მეუფეს. დღესასწაულებზე ბევრჯერ შევხვედრილვართ", - განაცხადა მინისტრმა. ამავე თემაზე: მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)