|
2019-10-30 11:44:48, 1292 ნახვა
კომენტარი
ახვლედიანი - თუ მთავრობა „მერიდიანს“ მხარდაჭერას გამოუცხადებს, დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პროექტს კვლავ შემოუერთდება
თუ მთავრობა ,,მერიდიანს" მხარდაჭერას გამოუცხადებს დარწმუნებული ვარ კვლავ შემოგვიერთდება, - ამის შესახებ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტის წარმატებით განხორციელებამდე მცირედი დარჩა და მზადაა, დღეს პროექტის ირგვლივ გაჩენილ ღია საკითხებზე პარლამენტში ისაუბროს. "დღეს პროექტის დეტალებს კანონმდებლებს და საზოგადოებას წარვუდგენ და ძირითად კონცენტრაციას გავაკეთებთ პროექტის მასშტაბზე, მნიშვნელობაზე, სტატუსზე და რაც მთავარია ვისაუბრებთ მთავარზე, რა არის საჭირო ამ პროექტის გასაკეთებლად. დღეს დეტალურად ვისაუბრებ ამ პროექტის მიმართებაში დარჩენილ ღია საკითხებზე. მინდა საზოგადოებას დავანახო თუ რაოდენ მცირედი დარჩა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. სამწუხაროა, რომ ,,მერიდიანმა" თავისი ინტერესი ამ პროექტიდან გაიტანა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათ ისევ აქვთ მყარი ინტერესი. ვფიქრობ, თუ პირადად მათ მთავრობა მხარს დაუჭერს და დაპატიჟებს შეხვედრაზე და განუცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან მათ პროექტში მონაწილეობას დარწმუნებული ვარ, რომ ,,მერიდიანიც" აუცილებლად შემოგვიერთდება. მიმაჩნია, რომ ჩვენი და მთავრობის მხრიდანაც მეტი უნდა გაკეთდეს ასეთი ინვესტორების შესანარჩუნებლად. ამ ეტაპზე მოლაპარაკება ამერიკულ ფონდთან გვაქვს და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ამ მოლაპარაკების შედეგებს", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. ჟურნალისტების კითხვას თუ ვინ არიან ალტერნატიული ინვესტორები, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, ლევან ახვლედიანმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული კომპანიების დასახელებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი პროექტის წარმატებით განხორციელებაა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)