|
2019-10-28 15:17:11, 2359 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა „ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც მოგების რეალური შანსი აქვს
„საკმაოდ საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა მგონია, რომ დღეს, „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს მოგების რეალური შანსი“, - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს. „ვინ იქნება 2020 წლის პარლამენტში და ვინ რა რაოდენობით შევა, ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. შესაბამისად, წინასწარ ამაზე საუბარი ცოტა რთულია. საკმაოდ საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა მგონია რომ დღეს პარტია „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს რეალური შანსი არჩევნები მოიგოს და მთავრობის ჩამოყალიბება მოახერხოს კოალიციის გარეშე. გუშინდელი არჩევნებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას. არავინ არ იცის, როგორ მოხდება პარლამენტის დაკომპლექტება, თუ რომელი პარტიები იქნება შესული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ხორციელდება. საინტერესო იქნება და ბევრ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში ვიხილოთ პარლამენტში, შესაბამისად უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)